ქათამი ბადრიჯნით
ქათამი ბადრიჯნით
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქათმის ფილე - 500 გ, შუაზე გადაჭრილი, სიბრტყეზე
  • ბადრიჯანი - 1, თხელ ფირფიტებად დაჭრილი
  • ნიორი - 1 კბილი
  • რძე - 1 ს.კ
  • კვერცხი - 1
  • საფანელი - 210 გ
  • ფქვილი - 40 გ
  • პამიდორი - 2
  • ზეითუნის ზეთი - 60 მლ
  • რეჰანი ან ბაზილიკი - 1/2 ჭ, დაჭრილი
  • ყველი - 100 გ, გახეხილი
მომზადების წესები
ფქვილი და საფანელი ცალ-ცალკე თეფშზე გადავიტანოთ. ფქვილს დავამატოთ მარილი და პილპილი.

ავთქვიფოთ კვერცხი, რძე და დაჭრილი ნიორი. ქათმის ნაჭრები ამოვავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

ტაფაზე გავაცხელოთ ზეთი და შევწვათ ქათამი ორივე მხრიდან.

ბადრიჯნის ნაჭრებს მოვაყაროტ მარილი და პილპილი, შევწვატ ტაფაზე ორივე მხრიდან.

ქათმის ხორცის ყოველ ნაჭერზე დავადოთ ბადრიჯანი, პამიდორი, რეჰანი და ზემოდან ყველი. შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 10 წუთით, სანამ ყველი დადნება.