შაქრიანი, ოქროსფერი ფუნთუშები: რეცეპტი ბავშვობიდან!
შაქრიანი, ოქროსფერი ფუნთუშები: რეცეპტი ბავშვობიდან!
დრო 1წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მწიკვი მარილი
  • ფქვილი - 500 გ
  • მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
  • შაქარი - 3-4 ს/კ
  • ზეთი - 100 მლ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • რძისა და წყლის ნარევი - 200 მლ
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • შაქრის პუდრა
მომზადების წესები

მომზადება:
რძისა და წყლის ნარევს დაუმატეთ ზეთი, ერთად ათქვეფილი კვერცხი, შაქრი და მარილი, შემდეგ დაუმატეთ ვანილის შაქარი და საფუარი. აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ საშუალო სისქის ცომი.
გააჩერეთ 1 საათი, რომ გაფუვდეს, დროდადრო ჩაზილეთ.
მზა ცომი გაყავით პატარა, კვერცხის ზომის გუნდებათ და გააბრტყელეთ თხლად.
თითოეულს წაუსვით ზეთი, მოაყარეთ შაქარი და ჩაჭერით შუაში ბასრი დანით.. როგორც ფოტოზეა მოცემული.
ცომის ერთი მხრიდან გადაახვიეთ რულეტ-კონუსად.
მოათავსეთ ფუნთუშები პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, გააჩერეთ 15-20 წუთი (შეგიძლიათ, გადაუსვათ კვერცხის გული) და მოათავსეთ 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 30 წუთი.
სუფრასთან მიტანამდე მოაყარეთ შაქრის პუდრა.


 

ტეგები:
ფუნთუშა ნანახია: 61406