მომზადება:კურდღლის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად და გაატერეთ მწვანილთან ერთად.პური დაამტვრიეთ, მოათავსეთ ჯამში და დაასხით ნაღები. გააჩერეთ 10 წუთი. დაუმატეთ ფარშს კვერცხი და დამბალი პური, კარგად აურიეთ. მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. უნდა მიიღოთ ერთგვაროვანი, ჰაეროვანი ფარში.მიღებული მასისგან გააკეთეთ ერთნაირი ფორმის კატლეტები სველი ხელით.შეწვით კატლეტები ზეთში. შემდეგ გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა მოაშოროთ ზედმეტი ცხიმი. შეგიძლიათ ეს კატლეტები მოამზადოთ ორთქლზე: ასე უფრო მსუბუქ და დიეტურ კერძს მიიღებთ. გემრიელად მიირთვით!