ფხვიერი ნამცხვრები შოკოლადის ნატეხებით - ბევშვების საყვარელი დესერტი!
ფხვიერი ნამცხვრები შოკოლადის ნატეხებით - ბევშვების საყვარელი დესერტი!
დრო 30წთ
ულუფა 15
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • შაქარი - 1/2 ჭიქა
  • გამაფხვიერებელი - 1/2 ჩ/კ
  • კვერცხი - 1 ცალი + 1 კვერცხის გული
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • კარაქი - 100 გ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
  • შოკოლადის დროპსები - 1 ჭიქა
მომზადების წესები
მომზადება:
გაცერით ფქვილი ჯამში, შეურიეთ გამაფხვიერებელი და მარილი.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ კარაქი და შაქარი კრემისებური მასის მიღებამდე.
დაუმატეთ კვერცხი და კვერცხის გული, ვანილის ესენცია და კარგად აურიეთ.
შეაერთედ კარაქისა და ფქვილის მასა და მოზილეთ სქელი ცომი.
დაუმატეთ შკოლადის დროპსები და ხის კოვზით ამოურიეთ. მოათავსეთ მაცივარში 15-20 წუთით.
შემდეგ გამოიღეთ მაცივრიდან ცომი და ჩაის კოვზით დაალაგეთ ლითონის ფირფიტაზე პატარა ულუფებად, 4-5 სმ-ით დაშორებით ერთმანეთისგან. აცხვეთ 160 გრადუსზე დაახლოებით 15-17 წუთის განმავლობაში, ზედა თაროზე.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი შოკოლადი ნანახია: 13390