ღუმელში მომზადებული სუპი პელმენებით - გემრიელი და ნოყიერი წვნიანი
ღუმელში მომზადებული სუპი პელმენებით - გემრიელი და ნოყიერი წვნიანი
დრო 3წთ
ულუფა 6
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის ბულიონი - 2 ლ
  • სტაფილო - 1 ცალი
  • ხახვი - 1 თავი
  • კამა - 1 კონა
  • მზა ბლინი - 6 ცალი
  • მარილი
  • პელმენისთვის:
  • ცომი:
  • ფქვილი - 2 ჭიქა
  • მდუღარე წყალი - 3/4 ჭიქა
  • მარილი - 0,5 ჩ/კ
  • ზეთი - 3 ს/კ
  • გულსართისთვის:
  • ხორცის ფარში - 600 გ
  • ხახვი - მოზრდილი თავი, 1 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
ბულიონში მოვათავსოთ ბოსტნეული და მოვხარშოთ, შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ მარილი.
ფქვილსა და მარილს დავასხათ ზეთი, მდუღარე წყალი და სწრაფად, ჩანგლით ავსრისოთ, შემდეგ გადმოვიტანოთ ხის დაფაზე და ვზილოთ (გავითვალისწინოთ, რომ ცომი ცხელია). უნდა მივიღოთ რბილი, ელასტიკური ცომი, გადავაფაროთ ტილო და დავტოვოთ 30 წთ. ამასობაში ხორცის ფარშს დავუმატოთ გატარებული ხახვი, ნიორი და სანელებლები. თუ ფარში ნაკლებცხიმიანი იქნება, შევურიოთ 50-70 მლ ცივი წყალი.
ცომი დავყოთ ძალიან პატარა გუნდებად, კარგად გავაბრტყელოთ და შიგ მოვათავსოთ ფარში.
ცეცხლგამძლე ფაიფურის ან თიხის ქოთნებში მოვათავსოთ პელმენები (თითოში 6-7 ცალი), დავასხათ ბულიონი, გადავაფაროთ ბლინი ან ფოლგა და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
მზა წვნიანს მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
ჟურნალი "გემრიელია" (იანვრის ნომერი)
ტეგები:
წვნიანი პელმენი ნანახია: 4204