მომზადება:შეათვეთ რძეს შერეული წყალი, დაუმატეთ შაქარი და საფუარი. გააჩერეთ, რათა გაფუვდეს. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, გამდნარი კარაქი, მარილი და ვანილი. ათქვიფეთ ხელის ზამბარით.შემდეგ თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი, მოზილეთ საშუალო სირბილის ცომი. ისეთი, რომ ხელზე არ გეკვროდეთ.გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 1,5 საათი, სანამ არ გაორმაგდება მოცულობაში.შემდეგ გააბრტყელეთ ცომი 1 სმ სისქეზე. ამოჭერით ჭიქით საშუალო ზომის წრეები და გააჩერეთ, სანამ არ მოიმატებს მოცულობაში.შეწვით კარგად გახურებულ ზეთში (ცომმა ზეთში უნდა იტივტივოს).დაბრაწეთ ყველა მხრიდან.შემწვარი ფუნთუშები გადაიტანეთ ქაღალდის ხელსახოცზე და მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.გააკეთეთ ბასრი დანით ჩანაჭრელი და გაუკეთეთ სასურველი გულსართი (ჯემი, შოკოლადი ან მოხარშული კრემი). მოაყარეთ შაქრის პუდრა.მიირთვით ცხელ-ცხელი!