მომზადება:გაალღვეთ ფენოვანი ცომი, ცოტა გააბრტყელეთ და დაჭერით 12,5 სმ-ის კვადრატებად.გულსართისთვის გარეცხეთ კარგად ქიშმიში, დაფქვით ნუში წმინდად ბლენდერში, დაუმატეთ შაქარი და აურიეთ.გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი.ცომის თითოეულ კვადრატს წაუსვით დარბილებული კარაქი და გაანაწილეთ მასზე ქიშმიშისა და ნუშის გულსართი.გადაახვიეთ მილისებურად დიაგონალზე, ისე, რომ მიიღოთ სიგარის ფორმა.დაალაგეთ მილები პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე და აცხვეთ 10-12 წუთი 180 გრადუსზე გახურებულ ღმელში.გამომცხვარ სიგარებს მოაყარეთ შაქრის პუდრა.მიირთვით ყავასთან ან ჩაისთან ერთად.