თუკი ჩვეულებრივად შემწვარი კარტოფილი მოგბეზრდათ, ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი!
დრო 1წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ასე შემწვარი კარტოფილი შეგიძლიათ მიირთვათ, როგორც დამოუკიდებელი კერძი, ან გამოყენოთ ნებისმიერი კერძის გარნირად!

ინგრედიენტები

  • კარტოფილი - 1 კგ
  • სოიოს სოუსი - 2 ს/კ
  • ზეთი - 2 ს/კ
  • მდოგვი - 3 ს/კ
  • თხევადი თაფლი - 1 ს/კ
  • ნიორი 4-5 კბილი
  • ხმელი ორეგანო - ბაზილიკი და მაიორანი
  • მარილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
1. კარტოფილი კარგად გარეცხეთ ჯაგრისით, მოათავსეთ მთელ-მთელი ქვაბში და დაასხით წყალი.
2. დადგით ცეცხლზე და როცა ადუღდება დაუმატეთ მარილი. ხარშეთ საშუალო ცეცხლზე ნახევრადმოხარშვამდე.
3. შემდეგ წყალი გადაუღვარეთ და გააგრილეთ.
4. მოამზადეთ სოიოს მარინადი: ერთმანეთში აურიეთ სოიოს სოუსი, თფლი, მდოგვი, ხმელი ბალახები, დაჭყლეტილი ნიორი და ზეთი. მარილი არ დაუმატოთ, სოიოს სოუსი ისედაც მარილიანია.
5. კარტოფილი დაჭერით მსხვილად (გაუფცქვნელად) და ჩაალაგეთ მარინადში. გააჩერეთ.
6. ღუმელის ფირფიტას წაუსვით ცოტაოდენი ზეთი და დაალაგეთ მასზე კარტოფილის ნაჭრები. აცხვეთ 200 გრადუსზე, სანამ კარტოფილი არ დაიბრაწება.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი გარნირი ნანახია: 43746