ვემზადებით ყველიერის კვირისთვის - განსხვავებული, საოცრად ნაზი ბლინების უძველესი რეცეპტით!
ვემზადებით ყველიერის კვირისთვის - განსხვავებული, საოცრად ნაზი ბლინების უძველესი რეცეპტით!
დრო 40წთ
ულუფა 17
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

გამოდის თხელი, ნასვრეტებიანი, რბილი და უგემრიელესი.
 

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • დაწნეხილი საფუარი - 20 გ
  • რძე - 5 ჭიქა
  • კვერცხი - 4 ცალი
  • გამდნარი კარაქი - 2 ს/კ
  • შაქარი - 1 ს/კ
  • ზეთი - 4 ს/კ
  • მარილი - 1 ჩ/კ
მომზადების წესები

მომზადება:
კვერცხის გული და ცილა გააცალკევეთ, ცილა მოათვსეთ მაცივარში, მოგვიანებით დაგჭირდებათ.
დიდ ჯამში ერთმანეთში აურიეთ რძის მესამედი, საფუარი, შაქარი, გამდნარი კარაქი და კვერცხის გული. ათქვიფეთ ხელის ზამბარით.
ჩაუმატეთ დარჩენილი რძე და კვლავ ათქვიფეთ.
დაუმატეთ ნელ-ნელა ფქვილი და მარილი და კარგად ურიეთ, რომ ფქვილი ბოლომდე გაიხსნას.
დაუმატეთ ცომს ზეთი.
ცალკე ათქვიფეთ ცილა და შეურიეთ ცომს, ყველაფერი კარგად აურიეთ. მიიღებთ ჰაეროვან მასას.
სანამ პირველ ბლინს დაასხამთ, ტაფას წაუსვით ზეთი. აცხვეთ ბლინები საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან.
გემრიელად მიირთვით!

 

ტეგები:
ცომი ბლინები ნანახია: 5396