ტირამისუ ანანასით - სამუდამოდ რომ დაიპყრობს თქვენს გულს, ისეთი გემო!
ტირამისუ ანანასით - სამუდამოდ რომ დაიპყრობს თქვენს გულს, ისეთი გემო!
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ანანასის კონსერვი - 400 გ
  • სავოიარდის ბისკვიტები - 200 გ
  • მაღალპროცენტიანი ნაღები - 400 გ
  • შაქრის პუდრა - 150 გ
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ს/კ
  • 1 ლიმონის ცედრა
  • ლიქიორი ან კონიაკი - 2-3 ს/კ
  • ჟელატინი - 2 ჩ/კ (+ 4 ს/კ წყალი)
  • არაჟანი 27%-30% - 400 გ
მომზადების წესები
მომზადება:
ანანასის კონსერვი გადაიტანეთ საწურზე, რათა დაიწუროს ზედმეტი წვენი, შემდეგ კი ოდნავ შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და დაჭერით კუბიკებად.
2 ჩ/კ ჟელატინი დაალბეთ 4 ს/კ წყალში 10 წუთით.
ნაღები ათქვიფეთ მკვრივი მასის მიღებამდე.
დამბალი ჟელატინი დადგით დაბალ ცეცხლზე და გაადნეთ ისე, რომ არ მიიყვანოთ ადუღებამდე.
ხელის ზამბარით ათქვიფეთ არაჟანი, შაქრის პუდრა, ლიმონის ცედრა, ვანილის ექსტრაქტი და ლიქიორი.
შემდეგ დაუმატეთ არაჟნის მასას წვრილი ნაკადით გამდნარი ჟელატინი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. აქვს დაუმატეთ ათქვეფილი ნაღები და აურიეთ ხის კოვზით.
აიღეთ 18X28 სმ სიგანის და 5 სმ სიმაღლის ფორმა.
სავოიარდის ორცხობილა 2 წამით ჩადეთ ანანასის წვენში. დამბალი ორცხობილები დაალაგეთ ფორმის ფსკერზე. ზემოდან გაანაწილეთ დაჭრილი ანანასის ნახევარი. ანანასზე კი - კრემის ნახევარი.
კრემის თავზე დაალაგეთ კვლავ ორცხობილები (ანანასის წვენში დამბალი), ზემოდან ანანასის ნაჭრები, შემდეგ კი ისევ კრემი.
ტორტი შედგით მაცივარში მთელი ღამით.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ტორტი ტირამისუ ნანახია: 5192