ღუმელში შემწვარი საქონლის ხორცი - გამოდის საოცრად წვნიანი და არომატული!
ღუმელში შემწვარი საქონლის ხორცი - გამოდის საოცრად წვნიანი და არომატული!
დრო 1წთ
ულუფა 5
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საქონლის რბილი ხორცი - 800 გ
  • ხახვი - 1 საშუალო თავი
  • ზეითუნის ზეთი - 1 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 3 ს/კ
  • პაპრიკა - 1 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
დაჭერით ხორცი პატარა, მოგრძო ნაჭრებად. ოდნავ დაბეგვეთ.
დაჭერით ხახვი ალყა-ალყა.
აიღეთ ღრმა ქვაბი ან ჯამი და ერთმანეთში აურიეთ: სოიოს სუუსი, ზეითუნის ზეთი, პაპრიკა, პილპილი და მარილი.
ჩაყარეთ მიღებულ სოუსში დაჭრილი ხორცი და ხახვი. კვლავ კარგად აურიეთ. დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ 1 საათი ოთახის ტემპერატურაზე.
გადაიტანეთ ხორცი ღუმელის ფირფიტაზე და შეწვით 50-60 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე!
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
საქონლის ხორცი მარინადი ნანახია: 16983