
ეს საუზმის ერთ-ერთი ვარიანტია, თუმცა თავისუფლად შეიძლება ვახშმადაც გამოდგეს, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რითი ამოვავსებთ ფუნთუშას
გამოდგება უშაქრო ფუნთუშა ან მინი პურები
ამ ფუნთუშის გულში ჩასადებად ნებისმიერი ინგრედიენტი გამოდგება: პამიდორი, ყველი, წინა დღის შემორჩენილი ხორცი ან ქათმის ნაჭერი, ლორი, ბეკონი, შემწვარი კარტოფილი დ ა.შ.
ფუნთუშას ტავი მოვაჭრათ, გული ამოვუღოთ და ამოვავსოთ შიგთავსით: ჩავდოთ ლორი, პამიდორი, ყველი, მწვანილი. ზემოდან დავატეხოთ კვერცხი, მოვასხათ ცოტა ზეთი და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში შევდოთ 10-15 წუთი, სანამ კვერცხი მომზადდება