ხაჭოს მარტივი ტორტი შოკოლადის მინანქრით
ხაჭოს მარტივი ტორტი შოკოლადის მინანქრით
დრო 40წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 750 გ
  • მანის ბურღული - 4 ს/კ
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კეფირი - 1/2 ჭიქა
  • შაქარი - 4 ს/კ
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
  • ჩირები - 1 მუჭა
  • შოკოლადის მინანქარი - ან გამდნარი შოკოლადი
მომზადების წესები
მომზადება:
გააცალკევეთ კვერცხის გული ცილისგან.
კვერცხის გულს დაუმატეთ ხაჭო, ვანილის შაქარი და კეფირი და ათქვიფეთ მიქსერით.
ცალკე ათქვიფეთ ცილა და ნელ-ნელა შეათქვიფეთ შაქარი.
ხაჭოსა და კვერცხის გულის მასას დაუმატეთ მანის ბურღული და ჩირები, ფრთხილად შეურიეთ ბეზე და გამაფხვიერებელი.
წაუსვით გამოსაცხობ ფორმას კარაქი და მოაყარეთ მანის ბურღული.
აცხვეთ 180 გრადუსზე 35-40 წუთის განმავლობაში.
როცა ტორტი გაცივდება მოასხით შოკოლადის მინანქარი ან წყლის აბაზანაზე გამდნარი შავი შოკოლადი.
გემრიელად მიირთვით!