სამარხვო სალათა "გლეხური": მარტივი და ძალიან გემრიელი!
სამარხვო სალათა "გლეხური": მარტივი და ძალიან გემრიელი!
დრო 15წთ
ულუფა 3
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ზეთი - შესაწვავად და მოსასხმელად
  • ხახვი - 1 თავი
  • წიწაკის მწნილი - 1 ცალი
  • კიტრის მწნილი - 2 ცალი
  • კარტოფილი - 250 გ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
მომზადება:
მოხარშეთ მარილწყალში გაფცქვნილი კარტოფილი, აჯობებს წვრილი კარტოფილი გამოიყენოთ.
შემდეგ გადაწყრეთ და დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.
სანამ კარტოფილი მოიხარშება, დაჭერით ხახვი ნახევარწრეებად და მოხრაკეთ ზეთში. ოღონდ ძლიან არა.
დაუმატეთ მოხრაკული ხახვი მოხარშულ კარტოფილს.
დაჭერით წიწაკის მწნილი მოგრძო ნაჭრებად.
კიტრი დაჭერით ჩრირებად და შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს, მოასხით ზეთი, მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით!!

ტეგები:
ბოსტნეული სალათა ნანახია: 10847