დრო
1წთ
ულუფა
15
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- რძე - 1 ჭიქა
- კვერცხი - 1 ცალი
- მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ
- მარილი - 1 ჩ/კ
- შაქარი - 1 ს/კ
- ზეთი - 2 ს/კ
- ფქვილი - 2,5-3 ჭიქა
- ზეთი შესაწვავად
- არაჟანი და შაქარი
მომზადების წესები
მომზადება:
რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ ზეთი, მარილი, შაქარი, კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.
გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათით. შემდეგ ჩაზილეთ და გაყავით ცომი პატარა ნაწილებად. გააბრტყელეთ თითოეული ცომის ნაჭერი 0,5-0,7 მმ სისქეზე.
შეწვით ფუნთუშები გახურებულ ზეთში ყველა მხრიდან.
მზა ფუნთუშები გადაიტანეთ თეფშზე და წაუსვით ცხელ ცხელს არაჟანი და მოაყარეთ შაქარი.
გემრიელად მიირთვით!