ბლენდერში მოვათავსოთ საზამთროს რბილობი, ლაიმის ან ლიმონის წვენი და შაქარი. ავთქვიფოთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.ჩავასხათ ჭურჭელში და გავყინოთ 2-3 საათით. მოყინული ზედა ფენა კოვზით მოვფხიკოთ და ისევ შევაბრუნოთ საყინულეში. ასე გავაგრძელოთ სანამ მთლიანად არ ავფხიკავთ.