მანდარინის ხრაშუნა რულეტები კარამელის სოუსში - ზღაპარია და არა დესერტი!
მანდარინის ხრაშუნა რულეტები კარამელის სოუსში - ზღაპარია და არა დესერტი!
დრო 25წთ
ულუფა 13
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • შაქარი - 80 გ
  • კარამელის სიროფი:
  • კარაქი - 100 გ
  • მანდარინი - (ფორთოხალი) 2 ცალი
  • მზა ფენოვანი ცომი - 500 გ
  • მანდარინის (ფორთოხლის) ახალგამოწურული წვენი - 250 მლ
  • კვერცხის გული - წასასმელად
მომზადების წესები
მომზადება:
მანდარინი (ფორთოხალი) გაფცქვენით და დაანაწევრეთ ლებნებად, მოაცალეთ აპკი.
ცომი გააბრტყელეთ და დაჭერით სამკუთხედებად.
სამკუთხედის ფართო მხარეს მოათავსეთ მანდარინის (ფორთოხლის) ლებანი, ცომის ვიწრო მხარეს გააკეთეთ ჩანაჭრები სიგრძეზე (იხ.ფოტოგაკვეთილი).
გადაახვიეთ რულეტებად.
სიროფისთვის: ფორთოხლის წვენს შეურიეთ შაქარი და დარბილებული კარაქი (გაადნეთ წყლის აბაზანაზე).
დაასხით ლითონის გამოსაცხობ ფირფიტაზე ციტრუსის წვენი და დაალაგეთ ერთმანეთთან მჭიდროდ რულეტები. მოასხით სიროფი და მოაყარეთ შაქარი.
აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ ზედაპირი არ დაიბპრაწება. გამოცხობამდე 5 წუთით ადრე, წაუსვით რულეტებს კვერცხის გული.
მიირთვით თბილ-თბილი!

ტეგები:
ფენოვანი ცომი რულეტი ციტრუსი ნანახია: 2731