მომზადება:ფქვის დაუმატეთ მარილი, დაახლოებით ½ ჭიქა თბილი წყალი და მოზილეთ სქელი ცომი. დაუმატეთ ცომს 1 ჩ/კ ზეთი, კვლავ კარგად მოზილეთ.მიღებული ცომი შეახვიეთ საკვების შესაფუთ ცელოფანში, გააჩერეთ ნახევარი საათი ოთახის ტემპერატურაზე. შემდეგ გაყავით ცომი 6 თანაბარ ნაწილად, თითოეულისგან გააკეთეთ გუნდა.შემდეგ თითოეული გუნდა ხელით გააბრტყელეთ პატარა ლავაშებად.ტაფაში გაახურეთ ზეთი (საშუალო რაოდენობა - იმდენი, რამდენიც ოლადების შესაწვავად გჭირდებათ), მოათავსეთ ცომი და შეწვით ორივე მხრიდან სანამ არ დაიბრაწება.თითოეული ლავაში ცალ-ცალკე უნდა გამოაცხოთ, შემდეგ გადაიტანოთ ქაღლდის ხელსახოცზე და მოაცილოთ ზედმეტი ცხიმი. გადაიტანეთ ხრაშუნა პურები თეფშზე და გემრიელად მიირთვით!პური შეგიძლიათ მიირთვათ ცალკე, ან მიაყოლოთ წვნიანს ან სხვა კერძს.