ლიმონის გამოყენების, ალბათ, ყველაზე დახვეწილი მეთოდი - პიკანტური და საოცრად არომატული ტარტი!
ლიმონის გამოყენების, ალბათ, ყველაზე დახვეწილი მეთოდი - პიკანტური და საოცრად არომატული ტარტი!
დრო 25წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფხვიერი ცომი
  • ლიმონი - 2 ცალი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • შაქარი - 100 გ
  • სიმინდის სახამებელი - 20 გ
  • კარაქი - 70 გ
  • შაქრის პუდრა – მოსაყრელად
მომზადების წესები
მომზადება:

მზა ფხვიერი ცომი მოათავსეთ მრგვალ გამოსაცხობ ფორმაში და გააკეთეთ ჩანგლით ნაჩხვლეტბი. მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღმელში 25 წუთით.
შემდეგი ეტაპი ლიმონის კრემის მომზადებაა. დაგიჭრდებათ ლიმონის როგორც წვენი, ასევე ცედრა. გახეხეთ კანი წვრილ სახეხზე, გამოწურეთ წვენი და აურიეთ ორივე ინგრედიენტი პატარა ქვაბში.
კვერცხი ათქვიფეთ შაქართან ერთად, დაუმატეთ სიმინდის სახამებელი და კვლავ კარგად აურიეთ.
მიღებული მასა დაუმატეთ ქვაბში ლიმონის წვენს და ცედრას და დადგი დაბალ ცეცხლზე. ურიეთ, სანამ მასა არ გასქელდება.
გადაიტანეთ კრემი თეფშზე, დაუმატეთ კარაქი და კარგად აურიეთ.
გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი და მოათავსეთ ცოტა ხნით მაცივარში.
გამომცხვარ ბისკვიტს დაუსვით გაცივებული კრემი და მოაყარეთ შაქრის პუდრა.
სურვილისამებრ, შეგიძლიათ მორთოთ ლიმონის ნაჭრებით ან როზმარინის ღეროთი!
გემრიელად მიირთვით!