ვაშლის სამარხვო "შარლოტკა" - დაუვიწყარი გემო!
ვაშლის სამარხვო "შარლოტკა" - დაუვიწყარი გემო!
დრო 30წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მომჟავო ვაშლი - 3-4 ცალი მომჟაო
  • შაქრის პუდრა - მოსაყრელად
  • დარიჩინი - სურვილისამებრ
  • მანის ბურღული - ან საფანელი ფორმაზე მოსაყრელად
  • ფქვილი - 250 გ
  • მარილი - 1/2 ჩ/კ
  • შაქარი - 130 გ
  • ფორთოხლის წვენი - 150 მლ
  • ზეთი - 1/3 ჭიქა
  • ლიმონის წვენი ან ძმარი - 30 მლ
  • სოდა - 1 ჩ/კ
მომზადების წესები
მომზადება:
გარეცხეთ ვაშლი, ამოაჭერით გულები (შეგიძლიათ, არ გაფცქვნათ).
დაჭერით ვაშლი თხელ ნაჭრებად.
გამოსაცხობ ფორმას მოაყარეთ მანი ან საფანელი, რათა ნამცხვარი არ მიეკროს.
გაანაწილეთ თანაბრად და მჭირდრო ვაშლი.
დიდ ჯამში არუეით შაქარი, მარილი, ფორთოხლის წვენი, ძმარი და ზეთი.
ათქვიფეთ მასა შაქრის ბოლომდე გადნობამდე.
დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და აურიეთ ერთაგვაროვანი ცომის მიღებამდე. უნდა მიიღოთ სქელი არაჟნის კონსისტენცია.
ცალკე ჭიქაში სოდა გახსენით წყალში და დაუმატეთ ცომს, კვლავ კარგად ათქვიფეთ.
დაასხით ვაშლს მიღებული ცომი, მოასწორეთ ზედაპირი სპეციალური ნიჩბით.
აცხვეთ წინასწარ 190 გრადუსზე გახურებულ თუმელში, სანამ ბისკვიტი არ გამოშრება.
მზაობა შამოწმეთ ხის ჩხირით.
გამომგხვარი შარლოტკა გააჩერეთ ფორმაშივე ერთი საათით.
როცა ღვეზელი გაგრილდება, გადმოაბრუნეთ ფორმა და გადმოიღეთ ღვეზელი.
მოაყარეთ შაქრის პუდრა.

ტეგები:
ღვეზელი ნამცხვარი ვაშლი ნანახია: 10575