მსგავსი კერძი ქათმის ხორცისგან ჯერ არ მოგიმზადებიათ! საგაზაფხულო, მსუბუქი, დიეტური...
მსგავსი კერძი ქათმის ხორცისგან ჯერ არ მოგიმზადებიათ! საგაზაფხულო, მსუბუქი, დიეტური...
დრო 45წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ეს კერძი შესანიშნავია ვაშმისთვის, განსაკუთრებით მათთვის, ვინც საკუთარ სხეულს უფრთხილდება. მიუხედავად იმისა, რომ დიეტურია, ის უგემრიელესია.
 

ინგრედიენტები

  • კვერცხის ცილა - 9 ცალი
  • კვერცხის გული - 3 ცალი
  • ქათმის ფილე - 1 ცალი
  • ხაჭო, დაბალცხიმიანი - 200 გ
  • მწვანილი
  • ნიორი - 2 კბილი
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • კეფირი - დაბალცხიმიანი, 1/4 ჭიქა
მომზადების წესები

მომზადება:
ქათმის ფილე მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი, დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ამოიღეთ ხორცი და გააცივეთ. დაჭერით პატარა კუბიკებად.
ტორტის თითოეული ფენისთვის დაგჭირდებათ კვერცხის ბლინი 3 კვერცხის ცილისგან და ერთი გულისგან. შეურიეთ ცილა და გული, ათქვიფეთ და მიღებული მასით შეწვით მშრალ, უწვი ზედაპირის მქონე ტაფაზე 3 ბლინი.
ხაჭოში აურიეთ წმინდად დაჭრილი მწვანილი და ნიორი, დაუმატეთ კეფირი და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ მარილი გემოვნებით.
ახლა აიღეთ გაშლილი თეფში და ააწყვეთ ტორტი:
მოათავსეთ ბლინის ერთი ფენა, წაუვისთ ხაჭოს კრემი. ზემოდან გაანაწილეთ ქათმის ფილეს კუბიკები, შემდეგ დააფინეთ ბლინი, წაუსვით ხაჭო, მოაყარეთ ფილე და ასე შემდეგ...
მზა ტორტი მოათავსეთ მარცივარში 2 საათით.
გემრიელად მიირთვით!
 

ტეგები:
ხაჭო ბლინი ქათმის ფილე ნანახია: 36390