როგორ შევწვათ ყველაზე ხრაშუნა კარტოფილი ღუმელში? გაყინული კარტოფილის მომზადების უჩვეულო რეცეპტი
როგორ შევწვათ ყველაზე ხრაშუნა კარტოფილი ღუმელში? გაყინული კარტოფილის მომზადების უჩვეულო რეცეპტი
დრო 1წთ
ულუფა 0
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
ალბათ ცოტა დიასახლისმა თუ იცის, რომ იმისათვის, რომ კარტოფილი განსაკუთრებულად გემრიელი გამოვიდეს, ღუმელში მომზადების წინ უნდა გაყინოს. დღეს საოცარ რეცეპტს გასწავლით.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი
  • ზეთი
  • მარილი
  • სასურველი სანელებლები
მომზადების წესები
მომზადება:
საშოალო ზომის კარტოფილი გარეცხეთ, გაფცქვენით და მოათავსეთ მთელ-მთელი კარტოფილები ადუღებულ მარლიწყალში. ხარშეთ მხოლოდ 5 წუთი.
შემდეგ ამოიღეთ წყლიდან და გააგრილეთ.
სილამაზისთვის შეგიძლიათ ჩაჭრათ რამდენიმე ადგილას და მოათავსეთ მოხარშული კარტოფილი 1 საათით საყინულეში.
შემდეგ გამოიღეთ და მოათავსეთ ზეთმოსხმულ ფორმაში, წაუსვით თითოეულ კარტოფილს ზეთი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში დაახლოებით 40 წუთით.
რამდენჯერმე გადააბრუნეთ კარტოფილი, რათა თანაბრად შეიწვას.
მზა კარტოფილს მოაყარეთ მარილი, შავი ან წითელი წიწაკა, სასურველი სანელებლები: დანაყილი ნიორი, ქორფა კამა ან მწვანე ხახვი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კარტოფილი სანელებლები ნანახია: 21148