ყველის ბურთები
ყველის ბურთები
დრო 60წთ
ულუფა 60
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კარაქი - 120 გ
  • ფქვილი - 160 გ
  • ყველი პარმეზანი - 100 გ, გახეხილი
  • ყველი, ნახევრად რბილი - 100 გ, გახეხილი
  • კვერცხი - 4
  • მარილი
  • ზეთი
მომზადების წესები
ქვაბში მოვათავსოთ კარაქი და მარილი, დავასხათ 250 მლ წყალი და დავდგათ ცეცხლზე რომ კარაქი გადნეს. გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავამატოთ ფქვილი და ავურიოთ. დავაბრუნოთ ცეცხლზე, თან გამუდმებით ვურიოთ სანამ ცომი ნაპირებს არ მოსცილდება.

ცომი გადავიღოთ თასში, შევურიოთ ჯერ ყველი, შემდეგ კი სათითაოდ კვერცხებიც. 

ცომი 30 წუთით მაცივარში გავაციოთ, შემდეგ კი გავაკეთოთ ბურთულები ჩაის კოვზის დახმარებით.

ღრმა ქვაბში ან ფრიტიურში გავაცხელოთ ზეთი და ნაწილ-ნაწილ შევწვათ ბურთები საშუალო ცეცხლზე.

მივირთვათ მაშინვე.
ტეგები:
ცომი კვერცხი ყველი ნანახია: 31103