შოკოლადის სუპერ-მარტივი კრემი ნამცხვრებისა და ბუტერბროდებისთვის
დრო 5წთ
ულუფა 2
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 1 ჭიქა (250 მლ)
  • კაკაო - 3 ს/კ
  • შაქარი - 3 ს/კ
  • ფქვილი - 3 ს/კ
  • კარაქი - 70-80 გ

მომზადების წესები
მომზადება:
ქვაბში ჩასხით რძე, დაუმატეთ შაქარი, ფქვილი და კაკაო. დადგით ცეცხლზე და ურიეთ ხელის ზამბარით, რათა ფქვილი კარგად გაიხსნას.
რომ ადუღდება, ხარშეთ 1 წუთი და გადმოდგით ცეცხლიდან. გააჩერეთ 20 წუთი და დაუმატეთ კარაქი, კარგად აურიეთ, რომ კარაქი ბოლომდე გადნეს.
რჩევა: თუ ცალკე დესერტად გინდათ, მოახეხეთ შავი შოკოლადი და დაუმატეთ დაჭრილი თხილი.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი კრემი შოკოლადი ნანახია: 1378