რულეტი ჩაისთვის 20 წუთში - შედედებული რძით და ბანანით!
რულეტი ჩაისთვის 20 წუთში - შედედებული რძით და ბანანით!
დრო 20წთ
ულუფა 8
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ბისკვიტი:
  • კვერცხი - 3 ცალი
  • შაქარი - 5 ს/კ
  • მწიკვი მარილი
  • რძე - ან ნაღები 5 ს/კ
  • ფქვილი - 5 ს/კ
  • სოდა 0,5 ჩკ
  • კრემი:
  • შედედებული რძე - 1 ქილა
  • ბანანი - 2 ცალი
  • მოსართავად: - გახეხილი შოკოლადი, ქოქოსის ფანტელი, ან შაქრის პუდრა
მომზადების წესები
მომზადება:
კვერცხი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ შაქარი, მარილი და კვლავ ათქვიფეთ.
დაუმატეთ რძის ფხვნილი, ან ნაღები, ფქვილი და სოდა. უნდა მიიღეოთ ბლინების ცომზე სქელი მასა.
დაასხით ცომი პერგამენტ დაფენილი ლითონის ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე 5-7 წუთის განმავლობაში.
ცხელ-ცხელ ბისკვიტს წაუსვით შედედებული რძე და დაადეთ გაფცქვნილი მთლიანი ბანანები. სწრაფად გადაახვიეთ.
ზემოდან მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი ან ქოქოსის ფანტელი, ან შაქრის პუდრა.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
კრემი ბანანი რულეტი ნანახია: 8853