ორიგინალური და ძალიან გემრიელი ყველის ღვეზელი "მზე"
ორიგინალური და ძალიან გემრიელი ყველის ღვეზელი "მზე"
დრო 30წთ
ულუფა 14
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • მზა ფენოვანი ცომი - 1 კგ
  • მოცარელა ან სულგუნი - 200 გ
  • ტომატის წვენი ან ტომატპასტა - 3-4 ს/კ
  • ხმელი ქონდარი, ორეგანო, ბაზილიკი
  • კვერცხი - წასასმელად
მომზადების წესები
მომზადება:
გახეხეთ ყველი მსხვილად.
ცომი გაალღვეთ, ოდნავ გააბრტყელეთ ერთ მიმართულებით.
ამოჭერით ორი წრე თეფშის ან ქვაბის თვსახურის მეშვეობით.
დადეთ პირველი წრე პერგამენტდაფენილ ლითონის ფირფიტაზე.
წაუსვით ტომატის სოუსი ან ტომატპასტა.
მოაყარეთ ორეგანო და ბაზილიკი (დაახლოებით 1/3 ჩ/კ)
მოაყარეთ გახეხილი ყველი და ოდნავ დატკეპნეთ.
ზემოდან დაადეთ ცომის მეორე წრე და ოდნავ დააწექით ხელით.
ღვეზელის შუაში მოათავსეთ ჭიქა და გააკეთეთ პიცის საჭრელით ჩანაჭრები (იხ.სურათი).
უნდა მიიღოთ დაახლოებით 16 "სხივი".
თითოეული "სხივი" დაატრიალეთ 4-5 -ჯერ, ბოლოდები შეუწებეთ>
წაუსვით ათქვეფილი კვერცხი.
აცხვეთ 200 გრადუსზე დაახლოებით 10-20 წუთის განმავლობაში.
მიირთვით ცხელ-ცხელი.



ტეგები:
ღვეზელი ფენოვანი ცომი ყველი ნანახია: 3302