მომზადება: კვერცხი ათქვიფეთ, კარაქი დაჭერით კუბიკებად. რძეში გახსენით საფუარი და დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხი და კარაქი. გააჩერეთ მიღებული თბილ ადგილას დაახლოებით 8-12 საათის (ან მთელი ღამით) განმავლობაში. შემდეგ დაუმატეთ ქიშმიში (წინასწარ დამდუღრეთ), მარილი, ვანილის შაქარი, კონიაკი, ფქვილი. მოზილეთ რბილი ცომი ზეთში დასველებული ხელებით. გააჩერეთ თბილ ადგილას კიდევ 1,5 საათი, შემდეგ კი გაანაწილეთ ფორმებში. ფორმები აავსეთ ცომით 1/3-ით. გააჩერეთ ფორმებში ცომი იქამდე, სანამ თითქმის ზედაპირამდე არ ამოაღწევს. შემდეგ კი აცხვეთ 180 გრადუსზე, სანამ არ გამოშრება. გააცივეთ და მორთეთ სურვილისამებრ.