დრო
30წთ
ულუფა
15
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- ბლინებისთვის:
- ფქვილი - 60 გ
- კვერცხი - 2 ცალი
- შაქარი - 1 ჩ/კ
- მწიკვი მარილი
- გაზიანი მინერალური წყალი - 120 მლ
- ზეთი შესაწვავად
- გულსართისთვის:
- ფორთოხალი - 1 ცალი
- შაქარი - 1 ს/კ
- კარაქი - 25 გ
მომზადების წესები
მომზადება:
გაცერით ფქვილი დიდ ჯამში, დაუმატეთ კვერცხი, შაქარი და მარილი, აურიეთ. ნელ-ნელა დაუმატეთ გაზიანი წყალი, მიიღებთ თხელ, ერთგვაროვან ცომს.
გაახურეთ ტაფაზე ზეთი და აცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან.
მოამზადეთ გულსართი: ბასრი დანით მოაჭერით ფორთოხალს კანი, რბილობი დაჭერით 0,7 სმ სისქის ნაჭრებად. მოაყარეთ შაქარი. გაახურეთ ტაფა, გაადნეთ კარაქი და შეწვით ფორთოხალი საშუალო ცეცხლზე 3-4 წუთის განმავლობაში, თან ურიეთ.
გადაიტანეთ შემწვარი ფორთოხლები მზა ბლინებზე, მოასხით ტაფაზე დარჩენილი წვენი.
გემრიელად მიირთვით!