დაფხვენით ორცხობილის ნაწილი წმინდად, მეორე ნახევარი დაამტვრიეთ წვრილად.თხილიც დააქუცმაცეთ ცომის გასაბრტყელებლის მეშვეობით.შაქარს შეურიეთ, რძე, კაკაო და შედედებული რძე, შეათბეთ დაბალ ცეცხლზე, შაქრის სრულ გადნობამდე, ოდნავ შეაგრილეთ და დაუმატეთ კარაქი, აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.დაუმატეთ თხილი და ორცხობილა. გადაიტანეთ მასა ფოლგაზე და მიეცით ძეხვის ფორმა.მოათავსეთ მაცივარში, სანამ არ გამყარდება.გემრიელად მიირთვით!