მომზადება: გახეხეთ ყაბაყი მსხვილად, ოდნავ დაამარილეთ და გააჩერეთ 5 წუთით, რათა გამოუშვას წვენი. შემდეგ გაწურეთ ხელით. სტაფილო გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანე ხახვი, ფქვილი და კვერცხი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ასევე ხმელი ქონდარი და აურიეთ ყველაფერი ერთად. მიღებული ფარშისგან გააკეთეთ ოლადები და შეწვით ორივე მხრიდან 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი. გემრიელად მიირთვით!