ორცხობილა "დამდნარი თოვლი" - ფხვიერი და საოცრად ნაზი!
ორცხობილა "დამდნარი თოვლი" - ფხვიერი და საოცრად ნაზი!
დრო 45წთ
ულუფა 25
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 250 გ
  • შაქრის პუდრა - 0,5 ჭიქა
  • ზეთი - 1/3 ჭიქა
  • სახამებელი - 4 ს/კ
  • ფქვილი - 3,5 ჭიქა
  • ვანილის შაქარი - 1 შეკვრა
მომზადების წესები
მომზადება:
ჯამში ერთმანეთში აურიეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შაქრის პუდრა და ზეთი. ათქვიფეთ კარგად მიქსერით.
შემდეგ დაუმატეთ სახამებელი და კვლავ ათქვიფეთ. დაუმატეთ ნაწილ-ნაწილ 2 ჭიქა ფქვილი. ჯერ მიქსერით ურიეთ, შემდეგ ხის კოვზით.
სამუშაო მაგიდაზე დაყარეთ 1 ჭიქა ფქვილი და გადაიტანეთ ცომი, მოზილეთ ხელით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაუმატეთ დარჩენილი ნახევარი ჭიქა ფქვილი და კვლავ კარგად მოზილეთ.
გაყავით მიღებული ცომი 3 თანაბარ ნაწილად. თითოეულს მიეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
ღუმელის ფირფიტაზე დააფინეთ პერგამენტი და მოათავსეთ მასზე ცომის ნაჭრები.
აცხვეთ 180 გრადუსზე ზედაპირის დაბრაწვამდე.
ცხელ-ცხელი ორცხობილები ამოავლეთ შაქრის პუდრში.


ტეგები:
ფხვიერი ნამცხვარი ორცხობილა ნანახია: 10764