კექსი ფორთოხლის არომატით - საოცარი დესერტი ჩაისთვის!
კექსი ფორთოხლის არომატით - საოცარი დესერტი ჩაისთვის!
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • დარბილებული კარაქი - 200 გ
  • ფქვილი - 300 გ
  • შაქარი - 250 გ
  • ფორთოხალი - 2 ცალი
  • გამაფხვიერებელი - 1,5 ჩ/კ
  • სოდა - 1,5 ჩ/კ
  • არაჟანი - 100 გ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • ფორთოხლის ჯემი - 420 გ
  • შაქრის პუდრა - 300 გ
მომზადების წესები
მომზადება:
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. კექსის რელიეფურ ფორმას წაუსვით კარაქი და მოაყარეთ ფქვილი.
გახეხეთ ფორთოხლის ცედრა, გამოწურეთ წვენი.
კარაქი ათქვიფეთ შაქართან და ფორთოხლის ცედრასთან ერთად მსუბუქი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე, დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. სათითაოდ შეათქვიფთ კვერცხი.
დიდ ჯამში ჩაცერით ფქვილი, შეურიეთ გამაფხვიერებელი და 1 ჩ/კ მარილი. ცალკე ჯამში არაჟანში აურიეთ 270 გ ჯემი.
ფქვილის მასის მესამედი შეურიეთ კარაქისა და შაქრის მასა, შემდეგ კი დაუმატეთ არაჟნის მასის ნახევარ. დაუმატეთ კიდევ მესამედი ფქვილის მასა, შემდეგ არაჟანის დარჩენილი მასა. კვლავ დარჩენილი ფქვილის მასა. გადაიტანეთ მიღებული ცომი ფორმაში და აცხვეთ 45-50 წუთის განმავლობაში.
მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.
ბლენდერში ათქვიფეთ დარჩენილი 150 გ ჯემი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, მიღებულ პიურეს დაუმატეთ 1 ფორთოხლის წვენი, დადგით დაბალ ცეცხლზე და ისე, რომ შეუჩერებლად ურიოთ, ადუღეთ 3-5 წუთის განმავლობაში.
მიღებული მინანქარი წაუსვით გამომცხვარ, თბილ-თბილ კექსს.
მინანქრისთვის: ერთი ფორთოხლის წვენს დაუმატეთ შაქრის პუდრა ისე, რომ მიიღოთ საჭირო კონსისტენცია და მოასხით კექსს.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ფორთოხალი კექსი ნანახია: 6155