ქამა სოკო ნიგვზისა და წიწაკის ფარშით - სამარხვო
ქამა სოკო ნიგვზისა და წიწაკის ფარშით - სამარხვო
დრო 25წთ
ულუფა 2
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ქამა სოკო, დიდი ზომის - 6 ცალი
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 1 ცალი
  • მწვანე ხახვი - 1 კონა
  • ოხრახუში - 1 კონა
  • დაფქული ნიგოზი - 0,5 ჭიქა
  • ზეთი
  • მარილი
  • დაფქული წითელი წიწაკა
მომზადების წესები
მომზადება
ხახვი დავჭრათ წვრილად და ზეთდასხმულ ცხელ ტაფაზე მოვშუშოთ მაღალ ცეცხლზე, დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და ოხრახუში და გადმოვდგათ ქურიდან. შევურიოთ ნიგოზი,
მარილი და წითელი დაფქული წიწაკა. გასუფთავებულ სოკოში ჩავდოთ ეს მასა და გამოვაცხოთ
250 გრადუსზე 15 წთ.

ჟურნალი "გემრიელია" (მარტის ნომერი)
ტეგები:
სამარხვო კერძი ქამა სოკო ნანახია: 6880