ჩაი ლეღვის ჩირით - გემრიელი სამკურნალო ჩაი ბებიების რეცეპტით
დრო 20წთ
ულუფა 4
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ეს უგემრიელესი ჩაი ძალიან სასარგებლოა, ამ სასმელს ჩვენი ბებიები ხველების უებარ წამლად მიიჩნევდნენ.

ინგრედიენტები

  • ლეღვის ჩირი - 6-7 ცალი
  • მიხაკის კვირტი - 3 ცალი
  • ილი (კარდამონი) - 4-5 ცალი მარცვალი
  • შავი ჩაი - 1 ს/კ
  • შაქარი ლიმონის ცედრით - 1 ჩ/კ
  • მდუღარე წყალი - 1 ლ
მომზადების წესები
მომზადება
ლეღვის ჩირი უცხიმო ტაფაზე ორივე მხრიდან მსუბუქად მოვბრაწოთ, როცა სუნს გაუშვებს და ოდნავ ფერს შეიცვლის, მზადაა. ჩაიდანში ჩავყაროთ ჩაი, მიხაკი ილი, ლეღვის ჩირი და შაქარი ლიმონის ცედრასთან ერთად, გავავსოთ მდუღარე წყლით და გავაჩეროთ თბილად 7 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩავასხათ ჭიქებში და მდუღარე წყლით შევავსოთ.

ჟურნალი "გემრიელია" (მარტის ნომერი)
ტეგები:
სასმელი ჩაი ლეღვის ჩირი ნანახია: 885