ფქვილი შაქარი და ვანილი ავურიოთ კარგად, დავასხათ მდუღარე წყალი, დავდგათ ქურაზედა დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ 5-7 წთ. როდესაც ბოლომდე გაცივდება შევათქვიფოთ ოთახის ტემპერატურის მარგარინი. ფენოვანი ცომი გავაბრტყელოთ და გამოვაცხოთ 4-5 ფირფიტა. თითოეულ ფირფიტას გადავუსვათ კრემი და ზემოდან მოვაყაროთ სამარხვო შოკოლადი.