დრო
40წთ
ულუფა
20
სირთულე
საშუალო
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- კარაქი - 200 გ
- შაქრის პუდრა - 1 ჭიქა
- კვერცხი 2 ცალი
- ფქვილი - 350-400 გ
- ვანილი 1 შეკვრა
- შაქარი - 0,5 ჭიქა
- 1 ფორთოხლის ცედრა
მომზადების წესები
მომზადება
დარბილებული კარაქი და შაქრის პუდრი კარგად ავთქვიფოთ, დავუმატოთ 1 კვერცხი, ვანილი და შევაზილოთ ფქვილი. უნდა მივიღოთ ნაზი ცომი, რომელიც სულ ოდნავ ეკრობა ხელს. ცომი დავყოთ 24 ბურთულად, გავაბრტყელოთ და მოვათავსოთ ქაღალდდაფენილ თუნუქის ფურცელზე. შაქარი და ფორთოხლის ცედრა ავურიოთ. ნამცხვრებს წავუსვათ გათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ ცოტაოდენი მომზადებული შაქარი, გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით, სანამ ღია ოქროსფერს მიიღებს. შაქარი თუ დარჩა, შეიძლება ჩაიში ან სხვა საკონდიტრო ნაწარმში გამოვიყენოთ.
ჟურნალი "გემრიელია" (მარტის ნომერი)