გაფცქვნილი კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში. სანამ კარტოფილი იხარშება, დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ 2 ს/კ ზეთში 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და ხრაკეთ კიდევ 5-7 წუთი. მოხარშული კარტოფილისგან გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ მოხრაკული სოკო და ხახვი, დაჭრილი მწვანილი და ნიორი. შეანელეთ მარილითა და პილპილით. გაშალეთ ლავაშის ფირფიტა, გაანაწილეთ გულსართის ნახევარი, გადააფარეთ ლავაშის მეორე ფირფიტა, ზემოდან კვლავ გაანაწილეთ კარტოფილის გულსართი. გადაახვიეთ რულეტად, დაჭერით პატარა, 2 სმ სისქის ნაჭრებად და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით ცხელ-ცხელი.