ასეთი რამ ჯერ არ გაგისინჯავთ: არაჟნის ტორტი კრეკერებით ცხობის გარეშე!
დრო 1წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • არაჟანი - 500 გ
  • შაქრის პუდრა - 150 გ
  • ჟელატინი - 30 გ (2 შეკვრა)
  • კრეკერები - 300 გ
  • შავი შოკოლადი - 200 გ (2 ფილა)
  • ხილი მოსართავად - (ბანანი, კენკრა)
  • სწრაფად მოსამზადებელი პაკეტის ჟელე

მომზადების წესები
მომზადება:

დაალბეთ ჟელატინი ცოტაოდენ ცივ წყალში და გააჩერეთ.
არაჟანს დაუმატეთ შაქრის პუდრა და ათქვიფეთ.
გაადნეთ გაფუებული ჟელატინი წყლის აბაზანაზე და შეათქვიფეთ არაჟნისა და შაქრის პუდრის მასას.
დაამტვრიეთ კრეკერები. დაუმატეთ არაჟნის კრემი და აურიეთ.
დასაშლელ ფორმაში ჩაფინეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი.
გახეხეთ შოკოლადი. გადაიტანეთ ფორმაში არაჟნისა და კრეკერების მასა 3 ფენად, მოაყარეთ შოკოლადი.
შედგით მაცივარში 2-3 საათით.
მორთეთ ხილით, მოასხით ტორტების ჟელე. მოათავსეთ კვლავ მაცივარში ბოლომდე გასაცივებლად (აჯობებს მთელი ღამით).

ტეგები:
ტორტი არაჟანი კრეკერები ნანახია: 2849