სანამ კომბოსტოს ჩაშუშვას დავიწყებდეთ, დაალბეთ ლობიო წივ წყალში რამდენიმე საათით.. აჯობებს წინა ღამით. შემდეგ გადაიტანეთ ლობიო სხვა ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და ხარშეთ 40 წუთი. ნახარში გადააქციეთ.სოკო დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად და შეწვით ზეთში.ხახვი დაჭერით წვრილად, სტაფილო გახეხეთ მსხვილად და დაუმატეთ სოკოს ტაფაში. დაუმატეთ კიდევ ცოტა ზეთი და ხრაკეთ ბოსტნეული 5 წუთი.ამასობაში დაჭერით წვრილად კომბოსტო.დაუმატეთ ტაფაში ბოსტნეულს, შეანელეთ მარილითა და პილპილით, დაუმატეთ ტომატპასტა და ხმელი ოხრახუში, აურიეთ და თშეთ კიდევ 10 წუთი. თავსახური არ დააფაროთ, რათა კომბოსტო ზედმეტად არ ჩაიხარშოს.როგორც კი კომბოსტო ლამაზ, ნარინჯისფერს მიიღებს, დაუმატეთ ლობიო, აურიეთ და გააჩერეთ ცეცხლზე კიდევ 5 წუთი.თქვენი სამარხვო კერძი მზად არის. გააფორმეთ თეფშზე ქორფა, წმინდად დაჭრილი კამითა და ოხრახუშით. გემრიელად მიირთვით!