ვაშლის შარლოტკა
ვაშლის შარლოტკა
დრო 60წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კვერცხი - 4
  • შაქარი - 200 გ
  • ფქვილი - 1 ჭ
  • წყალი - 50 მლ
  • ვაშლი - 3-4
  • სოდა - 1/2 ჩ.ჭ
მომზადების წესები
ვაშლს გული ამოვაცალოთ და დავჭრათ თხელ ფენებად.
კვერცხი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით, რომ ქაფისმაგვარი მსუბუქი მასა მივიღოთ, თქვეფის შეუწყვეტლად ჩავამატოთ შაქარი და წყალი. შემდეგ გაცრილი ფქვილი და სოდა დავამატოთ და გადავურიოთ.

ფორმაში ჩავასხათ ნახევარი ცომი, შემდეგ გავანაწილოთ ვაშლი და დავასხათ დარჩენილი ცომი.
გამოვაცხოთ  180 გრადუსზე 30-40 წუთი
ტეგები:
ვაშლი ცომი კვერცხი ნანახია: 17434