კოქტეილი "ამერიკანო" წითელი ფორთოხლის წვენისა და მარტინისგან
დრო 15წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

თუკი მეგობრული შეხვედრა გაქვთ წინ, მაშინ გირჩევთ ჩაინიშნოთ ამ უგემრიელესი კოქტეილის რეცეპტი.

ინგრედიენტები

  • კამპარი - 40 მლ
  • მარტინი - 40 მლ
  • ფორთოხალი - წითელი, 1 ცალი
  • ყინულის კუბიკები - გემოვნებით
მომზადების წესები
მომზადება:
გამოწურეთ ფორთოხლისგან წვენი, დატოვეთ ერთი ნაჭერი მოსართავად. დანარჩენი ცედრა გახეხეთ წვრილად.
ჩასხით შეიკერში კამპარი, მარტინი და წვენი. აურიეთ და გადაიტანეთ კოქტეილის ჭიქაში.
დაუმატეთ ყინული, ფორთოხლის ნაჭერი და ცოტაოდენი ცედრა.
გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ფორთოხალი კოქტეილი ნანახია: 1231