ვაშლის თბილი ნამცხვარი - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!
ვაშლის თბილი ნამცხვარი - ასეთი ჯერ არ გაგისინჯავთ!
დრო 45წთ
ულუფა 8
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
მიუხედავად იმისა, რომ ვაშლის ღვეზელის უამრავი რეცეპტი არსებობს, აქ ექსპერიმენტებისთვის ადგილი მაინც რჩება. დარწმუნებულები ვართ, რომ ვაშლის თბილი ნამცხვრის ეს რეცეპტი ჯერ არ გიცდიათ.

ინგრედიენტები

  • თაფლი - 4 ს/კ
  • კარაქი - 2 ს/კ
  • ვაშლი - ტკბილის ჯიში, 1 ცალი
  • გულსართისთვის:
  • ვანილის ექსტრაქტი - 1 ჩ/კ
  • კვერცხი - 4 ცალი
  • რძე - 180 მლ
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი - 50 გ
  • ფქვილი - 120 გ
  • მწიკვი დარიჩინი
  • მოსართავად:
  • შაქრის პუდრა
  • არაჟანი
  • ვანილის ნაყინი
მომზადების წესები
მომზადება:
თავდაპირველად მოამზადეთ გულსართი. ამისათვის ტაფაზე გაადნეთ კარაქი და შეწვით გაფცქევნილი და დაჭრლი ვაშლი.
დაუმატეთ თაფლი და დარიჩინი. აურიეთ და გადაიტანეთ ჯამში.
გამოსაცხობი ფორმა შედგით 220 გრადუსზე გახურებულ ღმელში.
ცალკე ჯამში ფქვილში აურიეთ შაქარი და მარილი. დაუმატეთ რძე, კვერცხი და ვანილის ექსტრაქტი. მოზილეთ რბილი ცომი და გააჩერეთ 15-20 წუთი. ამასობაში გაადნეთ ფორმაში (რომელიც ღუმელში გააცხელეთ) კარაქი.
ცომი კიდევ ერთხელ ჩაზილეთ და გადაიტანეთ ფორმაში. აცხვეთ 20 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გადაიტანეთ ღვეზელზე შემწვარი ვაშლი და აცხვეთ კიდევ 5 წუთი.
მზა ღვეზელს მოაყარეთ შაქრის პუდრა. სუფრასთან მიიტანეთ არაჟანთან ან ნაყინთან ერთად ცხელ-ცხელი.

ტეგები:
ნამცხვარი ვაშლი ნანახია: 5309