დრო
20წთ
ულუფა
2
სირთულე
მარტივი
შეინახე
რეცეპტი
ინგრედიენტები
- საქონლის ხორცი - მკერდის ნაწილი (კარეიკა), 700 გ
- მარილი და პილპილი - გემოვნებით
- ხმელი ქინძი - 1/4 ჩ/კ
- მდოგვი - 10 გ
- ნიორი - 1 კბილი
მომზადების წესები
მომზადება:
გარეცხეთ ხორცი, შემდეგ კი კარგად შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით.
დაამარინადეთ სანელებლების (მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი და მდოგვი) ნაზავში. წაუსვით ზეთი.
შეწვით 240 გრადუსზე 10-15 წუთს განმავლობაში.
რჩევა: აჯობებს მოათვსოთ ცხაურზე ფოლგა და მასზე ხორცის ნაჭერი და ასე შეწვათ.
სუფრასთან მიტანის წინ წაუსვით ცხელ ხორცის ნაჭერს გახეხილი ნიორი.
გემრიელად მიირთვით!