პროდუქტების შეხამება ამ სალათაში ფანტასტიკურ შედეგს იძლევა - მარტივია, ორიგინალური და უგემრიელესი!
პროდუქტების შეხამება ამ სალათაში ფანტასტიკურ შედეგს იძლევა - მარტივია, ორიგინალური და უგემრიელესი!
დრო 15წთ
ულუფა 6
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო - 2 ცალი
  • ხახვი - 2 თავი
  • კვერცხი - 4 ცალი
  • დაფქული პური (საფანელი) - 100 გ
  • დიჟონის მდოგვი - 1 ს/კ
  • სოიოს სოუსი - 2 ს/კ
  • არაჟანი - 150 გ
  • ლიმონის წვენი - 1 ჩ/კ
  • ლიმონის ცედრა - 1 ჩ/კ
  • მარილი და პილპილი - გემოვნებით
  • თინუსის კონსერვი - 200 გ
  • მწვანილი - 1 კონა
  • ძმარი - 1 ს/კ
მომზადების წესები

მომზადება:
გაახურეთ ტაფა და მოხალეთ მასზე საფანელი.
ხახვი დაჭერით ნახევარწრეებად, დაასხით ძმარი და გააჩერეთ 10 წუთი.
კვერცხი მოხარშეთ მ აგრად.
თინუსის კონსერვს გადაუწურეთ სითხე და ჩანგლით გააქუცმაცეთ თევზი.
გაფცქვენით კვერცხი და გააცალკევეთ ცილა გულისგამ. 2 ცალი გული გადადეთ ცალკე დანარჩენი 2 დააქუცმაცეთ. ცილა გახეხეთ წვრილ სახეხზე.
ერთმანეთში აურიეთ თინუსი, სტაფილო, ცილა და 2 დაქუცმაცებული კვერცხის გული. დაუმატეთ დამარინადებული და გარეცხილი ხახვი, ასევე წმინდად დაჭრილი მწვანილი.
მოამზადეთ სოუსი: 2 კვერცხის გული დაჭყლიდეთ, დაუმატეთ არაჟანი, მდოგვი, ლიმონის წვენი და ცედრა, სოიოს სოუსი და შავი პილპილი. ათქვიფეთ.
მოასხით სალათს, აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთი.
შემდეგ გადაიტანეთ სასალათეში და მოაყარეთ მოხალული საფანელი. მაშინვე მიიტანეთ სუფრასთან.

 

ტეგები:
თინუსი სალათა სოუსი ნანახია: 6836