ხაჭოს ხვეულები ვაშლით! ზუსტად ისეთი, ბებია რომ აცხობდა...
ხაჭოს ხვეულები ვაშლით! ზუსტად ისეთი, ბებია რომ აცხობდა...
დრო 45წთ
ულუფა 20
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ხაჭო - 250 გ
  • კეფირი - ან მაწონი 100 გ
  • ფქვილი - 250 გ
  • ვაშლი - 1-2 ცალი
  • შაქარი - 10 ჩ/კ
  • მწიკვი მარილი
  • დარიჩინი
  • შაქრის პუდრა
მომზადების წესები

მომზადება:
ხაჭო გაატარეთ საცერში, დაუმატეთ 9 ჩ/კ შაქარი და მწიკვი მარილი. ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ.
დაუმატეთ კეფირი ან მაწონი, შემდეგ კი ნელ-ნელა ფქვილი შეაზილეთ. მოზილეთ რბილი და ელასტიკური ცომი.
დაჭერით გაფცქვნილი ვაშლი თხელ ნაჭრებად.
გააბრტყელეთ ცომი 2-3 მმ სისქის ფირფიტად და დაჭერით 5 X 5 სმ-ის კვადრატებად.
მიღებულ კვადრატებზე დაალაგეთ ვაშლი, მოაყარეთ შაქარი და დარიჩინი გემოვნებით, შემდეგ გადაახვიეთ ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.
ვაშლი დადეთ დიაგონალზე, ასე უფრო მოსახერხებელი იქნება.
დაალაგეთ ნამცხვრები პერგამენტაფენილ და ცხიმწასმულ ფირფიტაზე!
აცხვეთ 180 გრადუსზე 20 წუთი.
მზა ნამცხვრები შეახვიეთ ჩაის ტილოში, სანამ ბოლომდე არ გაცივდება. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ შაქრის პუდრა!

გემრიელად მიირთვით

ტეგები:
ნამცხვარი ვაშლი ხაჭო ნანახია: 5988