ღუმელში გამომცხვარი აჯაფსანდალი ჭვიშტარზე - ცნობილი კერძის საინტერესო ვარიაცია
ღუმელში გამომცხვარი აჯაფსანდალი ჭვიშტარზე - ცნობილი კერძის საინტერესო ვარიაცია
დრო 45წთ
ულუფა 6
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • აჯაფსანდალისთვის:
  • ბადრიჯანი - 1 კგ
  • ბულგარული წიწაკა - 750 გ
  • ხახვი - 200 გ
  • პომიდორი - 250 გ
  • ტომატპასტა - 50 გ
  • მარილი - გემოვნებით
  • მწვანე წიწაკა, ცხარე - 1 ცალი
  • ნიორი - 1 კბილი
  • ზეთი - 100 მლ
  • აჯიკა - 10 გ
  • ქინძი - 50 გ
  • რეჰანი - 10 გ
  • ჭვიშტარისთვის:
  • სიმინდის ფქვილი - 200 გ
  • კვერცხი - 2 ცალი
  • არაჟანი - 200 გ
  • მანის ბურღული - 100 გ
  • ყველის ასორტი - (სულუგუნი და იმერული) 400 გ
  • გამაფხვიერებელი - 10 გ
  • ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
მომზადება:
თავდაპირველად მოამზადეთ აჯაფსანდალი: ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა დაჭერით მსხვილ კუბიკებად და შეწვით ზეთში.
ხახვი და პომიდორი დაჭერით წვრილად და მოხრაკეთ ცალკე ტაფაში. შეურიეთ ორივე მოხრაკული მასა, დაუმატეთ ტომატპასტა და თუშეთ 5 წუთი.
ბოლოს დაუმატეთ მწვანილი, აჯიკა და ნიორი. თუშეთ კიდევ 5-10 წუთი დაბალ ცეცხლზე.
ახლა შეუდექით ჭვიშტარის მომზადებას: სიმინდის ფქვილში დაუმატეთ კვერცხი, არაჟანი, გახეხილი ყველის ნარევი, მანის ბურღული და გამაფხვიერებელი. ყველაფერი ერთად კარგად აურიეთ, მიეცით 3-4 სმ სისქის ფორმები და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
პატარა ლითონის ფირფიტაზე მოათავსეთ ჭვიშტარები, ზემოდან გაანაწილეთ აჯაფსანდალი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 7-10 წუთით.
სუფრასთან მიტანის წინ მორთეთ სასურველი დაჭრილი მწვანილით.
გემრიელად მიირთვით!