ნუშისა და ნიგვზის შაქარლამა - გემრიელი ხრაშუნები ჩაისთვის!
ნუშისა და ნიგვზის შაქარლამა - გემრიელი ხრაშუნები ჩაისთვის!
დრო 30წთ
ულუფა 15
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი
ნუშის ამ უგემრიელეს ნამცხვარს დიდი ხნის წინ ტიფლისის ბანოვანები სპეციალურად ელიტური წვეულებებისთვის ამზადებდნენ. 

ინგრედიენტები

  • ნუში - 200 გ
  • ნიგოზი - 150 გ
  • ფქვილი - 600 გ
  • შაქარი - 2 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ცალი
  • კარაქი - 200 გ
  • არაჟანი - მაღალცხიმიანი, 200 გ
  • ილი (კარდამონი) - 6 შეკვრა
მომზადების წესები
მომზადება:
გაადნეთ კარაქი დაბალ ცეცხლზე, შმედეგ ოდნავ გააგრილეთ. გაარჩიეთ ილი და დანაყეთ.
მოხალეთ მშრალ ტაფაზე ნიგოზი, ასრისეთ ხელით, რათა მოცილდეს გარსი და დაჭერით მსხვილად.
ნუშს დაასხით მდუღარე და გააჩერეთ 10 წუთი, ასე ადვილად გააცლით კანს. დაჭერით ნაწილი ნუში ისე, როგორც ნიგოზი. დანარჩენი დაფქვით წმინდად.
ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. ნელ-ნელა დაუმატეთ ფქვილი და დაფქული ნუში, შემდეგ კარაქი, არაჟანი და დანაყილი ილი. ზილეთ ცომი 10 წუთის განმავლობაში.
დაუმატეთ დაჭრილი ნუში და ნიგოზი და კარგად აურიეთ.
გააბრტყელეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე. ამოჭერით მრგვალი ფორმის ორცხობილები, დაალაგეთ ცხიმწასმულ ფირფიტაზე და აცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

ტეგები:
ნამცხვარი ნუში ორცხობილა ნანახია: 15198