
მომზადება:
ათქვიფეთ კვერცხი 1 ჭიქა შაქართან ერთად. დაუმატეთ კერიფი, კარაქი და კარგად აურიეთ.
თანდათანობით დაუმატეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მწიკვი მარილი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
ცომის 2/3-ს მეცით ძეხვის ფორმა და დაჭერით თანაბარ ნაჭრებად.
თითოეული ცომის ნაჭერი დაამრგვალეთ.
დანარჩენი ცომისგან გააკეთეთ წვრილი ძეხვი და ისიც დაჭერით თხელ ნაჭრებად.
თითოეულ ცომის ბურთს მიაწებეთ 2 ცალი ცომის მოგრძო ნაჭერი, რათა მიიღოთ ბაჭიას ყურები. ქიშმიშისგან გაუკეთეთ თვალები.
მოათავსეთ ფიგურები პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე, წაუსვით ოდნავ ათქვეფილი კვერცხი და მოაყარეთ 1 ს/კ შაქარი.
აცხვეთ 180 გრადუსზე 20-25 წუთი.
გემრიელად მიირთვით!