ვაშლის სენდვიჩი
ვაშლის სენდვიჩი
დრო 5წთ
ულუფა 1
სირთულე მარტივი
შეინახე რეცეპტი
განსხვავებული და ნოყიერი სენდვიჩი მრავალფეროვნების მოყვარულთათვის

ინგრედიენტები

  • ვაშლი
  • არაქისის კარაქი
  • მიუსლი
  • შოკოლადის წვეთები
მომზადების წესები
ამ სენდვიჩისთვის ზუსტი რეცეპტი არ დაგჭირდებათ, ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

ვაშლს გული ამოაცალეთ და დაჭერით ფირფიტებად. ერთ ნაჭერს წაუსვით არაქისის კარაქი, მოაყარეთ შოკოლადის წვეთები და მიუსლი, დაადეთ მეორე ფენა ვაშლი

სულ ესაა. არაქისის კარაქი საკმაოდ ნოყიერი და კალორიულია.