მომზადება:
გარეცხეთ და გააშრეთ დიდი ზომის კარტოფილები.
წაუსვით ზეთი და მოათავსეთ ფოლგადაფენილ ღუმელის ფირფიტაზე.
აცხვეთ 190-200 გრადუსზე ერთი საათი. შეამოწმეთ კარტოფილის მზაობა დანის წვერით. ის ადვილად უნდა ჩადიოდეს.
შემდეგ გაჭერით კარტოფილი შუაზე და ფრთხილად ამოიღეთ გული.
მოამზადეთ გულსართი: კარტოფილის მასას შეურიეთ გახეხილი ყველი, წვრილად დაჭრილი ბულგარული და ოხრახუში.
მოათავსეთ მიღებული გულსართი უკან კარტოფილის მუნდირში.
მოასხით ზეთი, დაახეხეთ ყველი და მოათავსეთ ღუმელში კიდევ 20 წუთით.
გემრიელად მიირთვით